როინ კვასხვაძე
Aa
Aa

როინ კვასხვაძემ 36 წლის ასაკში კარიერა დაასრულა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მეკარემ, როინ კვასხვაძემ კარიერა 36 წლის ასაკში დაასრულა.

საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ეროვნულ გუნდში 8 მატჩი ჩაატარა. 2016 წელს, როცა საქართველოს ნაკრებმა თორნიკე ოქრიაშვილის გოლით ამხანაგურ მატჩში ესპანეთი დაამარცხა, კვასხვაძე მოედანზე 55-ე წუთზე გამოვიდა, ტრავმირებული ნუკრი რევიშვილი შეცვალა.

კვასხვაძე გია გეგუჩაძის ფორმაციის „ზესტაფონის’’ ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო. ფეხით თამაში მისი ერთ-ერთი გამორჩეული თვისება იყო, რაც არაერთ საერთაშორისო შეხვედრაში გამოჩნდა. მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გრაცის „შტურმთან’’, როცა თბილისში „ზესტაფონმა’’ 1:1 ითამაშა.

2014-15 წლებში კვიპროსზე ითამაშა, „ოთელოსისა’’ და „პაფოსის’’ შემადგენლობაში.

2017 წლის საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში მატჩის მიწურულს როინ კვასხვაძემ ოთარ კიტეიშვილის დარტყმული პენალტი მოიგერია. კიტეიშვილს რომ გაეტანა, თბილისის „დინამო'' საქართველოს ჩემპიონი გახდებოდა, თუმცა კვასხვაძემ მოიგერია და „ტორპედო'' გააჩემპიონა. ეს მომენტი კვასხვაძის კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეულია.

კარიერის მიწურულს ბათუმის „დინამოში'' თამაშობდა, კონტრაქტი ახლახან დაუმთავრდა და კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები