ლევან კორღალიძე, გიორგი ტაბატაძე
Aa
Aa

იბერიამ ევროსეზონი დაასრულა | ლევადიამ დამატებით დროში გაიტანა და გავიდა

UEFA-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერიამ’’ შინ „ლევადიას’’ 2:1 მოუგო, ორი მატჩის ჯამში ანგარიში 2:2 იყო, დამატებითი დრო დაინიშნა, სტუმრებმა 1 გოლი გაიტანეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ, ორი მატჩის ჯამში კურო ტორესის გაწვრთნილმა „ლევადიამ'' 3:2 მოიგო.

ანგარიში მე-40 წუთზე გაიხსნა, გიორგი ტაბატაძის ჩაწდების შემდეგ გურამ გოშთელიანმა თავით გაიტანა, მცირე რიკოშეტი იყო. მეორე ტაიმის დასაწყისში, 48-ე წუთზე 19 წლის კარლოს ტორესმა, რომელიც ცვლილებაზე გამოვიდა, ანგარიში გაათანაბრა. გიორგი მაკარიძე შეცდა, ეს ბურთი არ უნდა გაეშვა.

ლევან კორღალიძის გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა, 87-ე წუთზე გიორგი ტაბატაძის ჩაწოდების შემდეგ ნიდერლანდელმა დერეკ აგიაკვამ გაიტანა. ამ გოლმა „იბერია’’ ორი მატჩის ჯამში მარცხისგან იხსნა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ტაბატაძემ ამ მატჩში 2 საგოლე პასი შეასრულა, მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. დამატებით დროში ტაბატაძე ტრავმის გამო შეცვალეს.

დამატებით დროში „ლევადია’’ უპირატესობას ფლობდა, 109-ე წუთზე ალეშანდრეს ჩაწოდების შემდეგ რობერტ კირსსმა გაიტანა და ამ გოლით „ლევადია’’ შემდეგ ეტაპზე გავიდა.

 

სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონმა „იბერიამ'' ახალ სეზონში ევროტურნირზე ერთი ეტაპიც ვერ გაიარა, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „მალმიოსთან'' დამარცხდა, შემდეგ კონფერენს ლიგაზე გადაერთო და კურო ტორესის გაწვრთნილმა „ლევადიამ'' აჯობა.

მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ლევან კორღალიძემ განაცხადა, რომ „ლევადიასთან'' გამოთიშვის შემთხვევაში კლუბის ხელმძღვანელებთან მომავალზე იმსჯელებდა და შემდეგ გადაწყდება დარჩება გუნდში თუ გუნდს დატოვებს. 

კორღალიძემ „ლევადიასთან'' შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა:მაკარიძე, ზოური (ქვარცხაცა 73), აგიაკვა, ჯგერენაია, გიორგი ტაბატაძე ( ამისულაშვილი 102) - ქარდავა (ვრბანეცი 96), გოშთელიანი ( სიხარულიძე 73), დადიანი (კლასი 62), სილაგაძე, ძაგანია (რუშევიჩი 62), იური ტაბატაძე

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
29 ივლისის სატრანსფერო ზონა
29 ივლისის სატრანსფერო ზონა