გიორგი ქარსელაძე
Aa
Aa

იჯარის წესით გაუშვეს | ქარსელაძე აკადემიკაში ითამაშებს

„რიუ ავემ“ გიორგი ქარსელაძის იჯარის წესით გაშვების გადაწყვეტილება მიიღო. ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემის, Record-ის ინფორმაციით, გიორგი ქარსელაძე „აკადემიკაში“ გაანათხოვრეს.

Record-ის ცნობით, „ქარსე“ უკვე კოიმბრაში იმყოფება და კლუბთან ხელშეკრულებას უახლოეს პერიოდში გააფორმებს. 20 წლის ქართველი განაპირა მცველი „აკადემიკაში“ ერთი წლით გაანათხოვრეს და მალე ყველაფერი ოფიციალურად დადასტურდება.

ქარსელაძე „რიუ ავეს“ აღზრდილია. 2022-23 წლების სეზონში პირველ გუნდში პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში ორ მატჩში ითამაშა. მას შემდეგ პირველ გუნდთან ერთად რეგულარულად ვარჯიშობს და ოფიციალურ მატჩებს 23-წლამდე გუნდში ატარებს.

გიორგი ქარსელაძე საქართველოს მოქალაქეა, საქართველოს 19 და 20-წლამდე ნაკრებებში უთამაშია. გასულ სეზონში მან მონაწილეობა 27 შეხვედრაში მიიღო და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. რაც შეეხება „აკადემიკას“, ეს გუნდი პორტუგალიის რანგით მესამე დივიზიონში ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპორტული დირექტორის რჩეულია | ჯანლუკა დი მარციო გოგლიჩიძეს კალიარის უკავშირებს
სპორტული დირექტორის რჩეულია | ჯანლუკა დი მარციო გოგლიჩიძეს კალიარის უკავშირებს