ხვიჩა კვარაცხელია, ფაბიო კანავარო
Aa
Aa

„თუ ბურთს მიაღებინებ, გაგანადგურებს“ - კანავარომ ხვიჩაზე ისაუბრა

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფაბიო კანავარომ Il Mattino-სთან ინტერვიუში „ნაპოლის“ ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა. მისი აზრით ნეაპოლურ გუნდში დი ლორენცო საუკეთესოა, თუმცა ფაბიომ ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი ფენომენია.

„კვარა ფენომენია. თუ ბურთს მიაღებინებ, გაგანადგურებს. როგორ უნდა შეაჩერო? თანამედროვე ფეხბურთში მას აქვს უპირატესობა, რადგან მცველებს ბევრის გაკეთება არ შეუძლიათ. არ შეგიძლია მის შორტს შეეხო. თუ მის მაისურს შეეხები, გაგაფრთხილებენ. თუ ჩაარტყამ, გაგაძევებენ. როგორ თამაშობდნენ მარადონას წინააღმდეგ? ძალიან უხეშად. მასთან ორთაბრძოლაში მკვლელებივით შედიოდნენ.

ვხედავ ოსიმენის, კვარას და ლობოტკას მნიშვნელობას, მაგრამ ჩემთვის საუკეთესო დი ლორენცოა. „ატალანტასთან“ მატჩის შემდეგ ლუჩანო სპალეტისთან ვიყავი, მას ვუთხარი: დი ლორენცო ყოველ მატჩში სულ მცირე 6,5 ქულაზე თამაშობს. ძანეტის მსგავსია, ძანეტის დონეზე თამაშობს. ის მუდმივად იბრძვის, იცის ბურთით როგორ ითამაშოს, ერთი-ერთზე ძალიან ძლიერია. გუნდელებს კარგად ეხსნება და გუნდელებთან თავმდაბალია. როცა გუნდელებს რთულ ვითარებაში ხედავს, მის დასახმარებლად მირბის. ყოველთვის საუკეთესო რაღაცას აკეთებს“.

„ატალანტასთან“ მატჩს ფაბიო კანავარო ძმასთან, პაოლოსთან ერთად ესწრებოდა, რომელიც „ნაპოლიში“ 2006-14 წლებში თამაშობდა. რაც შეეხება ფაბიოს, ის ნეაპოლური კლუბის აღზრდილია და პირველ გუნდში 1991-95 წლებში ითამაშა.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 21 მატჩში 11 გოლი შეაგდო. ბომბარდირთა დავაში მე-5 ადგილზეა. მას ოსიმენი (19), ლაუტარო მარტინესი (14), ადემოლა ლუკმენი (12) და მბალა ნზოლა (12) უსწრებენ. საგოლე პასების რაოდენობით ხვიჩა სერია ა-ში საუკეთესოა, მის აქტივში 9 საგოლე გადაცემაა. სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით ხვიჩა კვარაცხელიამ 28 მატჩში 13 გოლი შეაგდო და 13 საგოლე პასი შეასრულა.

სერია ა-ში 26 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ 68 ქულით პირველ ადგილზეა და მილანის „ინტერს“ 18 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„განსაკუთრებული მოთამაშეა, საშიში“ - ნორვეგიული VG-ის სტატია ხვიჩაზე
„განსაკუთრებული მოთამაშეა, საშიში“ - ნორვეგიული VG-ის სტატია ხვიჩაზე