ლუხუმ ჩხვიმიანი, ეთერ ლიპარტელიანი, ამირან დარბაისელი
Aa
Aa

გრანდ სლემი: ლიპარტელიანი ფინალშია, ჩხვიმიანი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

ძიუდოში, ტაშკენტის გრანდ სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს ლუხუმ ჩხვიმიანი 1/2-ფინალში გავიდა, თუმცა ყაზახ ნურკანატ სერიკბაევთან ვაზარით დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის აზერბაიჯანელ აჰმად იუსიფოვს შეხვდება.

რაც შეეხება ნახევარფინალამდე გამართულ შეხვედრებს, ლუხუმ ჩხვიმიანმა (-60 კგ.) გერმანელ მაქსიმილიან სტანდტკეს ვაზარით აჯობა, 1/4-ფინალში კი ფრანგი რომარიკ ბოუდას ბარიერი დაძლია.

ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ.) მასპინძელი შუკურჯონ ამინოვა ვაზარით დაამარცხა, ბრაზილიელ ჯესიკა ლიმას იპონით სძლია, 1/2-ფინალში ჩენ-ლინგ ლიენს დამატებით დროში იპონით აჯობა და ფინალში გავიდა, სადაც მსოფლიოს სამზგის ჩემპიონს, იაპონელ მომო ტამაოკის დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი 16:00 საათზე დაიწყება.

ტურნირის პირველ დღეს კიდევ ერთმა ქართველმა იასპარეზა, ამირან დარბაისელი (-60 კგ.) თურქმენ ჰაკბერდი ჯუმაევთან იპონით დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

საქართველოს ნაკრების მხრიდან აღნიშნულ ტურნირში ასევე იასპარეზებენ: ბაგრატ ნინიაშვილი (-66 კგ.), ლევან გუგავა (-81კგ.), ბექა ღვინიაშვილი (-90 კგ.), უშანგი მარგიანი (-90 კგ.), ონისე სანებლიძე (-100 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ.), გელა ზაალიშვილი (+100კგ.), სოფიო სომხიშვილი (+ 78 კგ.).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტაშკენტის გრანდ სლემი - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ტაშკენტის გრანდ სლემი - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია