ლივერპულს ჯერემი ფრიმპონგის ყიდვა სურს
Aa
Aa

ლივერპულს ჯერემი ფრიმპონგის ყიდვა სურს

„ლივერპულს“ მარჯვენა მცველის პოზიციაზე ჯერემი ფრიმპონგის გაფორმება სურს და მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ცნობილი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „წითლებმა“„ლევერკუზენს“ უკვე მიმართეს და მზად არიან, ნიდერლანდელ ფეხბურთელში 35 მილიონი ევრო გადაიხადონ.

როგორც ინსაიდერი წერს, ფრიმპონგი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის მთავარ შემცვლელად მოიაზრება.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 48 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 12 ასისტი მიითვალა.

ფრიმპონგი „ლევერკუზენში“ 2021 წლიდან თამაშობს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 50 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მომავალ წელს ჰოლანდი შესაძლოა ბარსელონაში გადავიდეს - El Nacional
მომავალ წელს ჰოლანდი შესაძლოა ბარსელონაში გადავიდეს - El Nacional