დინამო თბილისი
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგა: დინამო თბილისის ზედიზედ მე-8 მარცხი

წყალბურთში, ჩემპიონთა ლიგის მე-8 ტურში „პრო რეკომ“ შინ „დინამო თბილისი“ 20:5 გაანადგურა.

„დინამო თბილისის“ მოთამაშემ, ბესარიონ ახვლედიანმა 4 გოლი გაიტანა, ერთი გოლი კი სტეფან პიეშივაცმა შეაგდო.

A ჯგუფში 8 ტურის შემდეგ „დინამო თბილისი“ 0 ქულით გამოკვეთილი აუტსაიდერია, ქართულმა გუნდმა 8 შეხვედრაში 60 გოლი გაიტანა და 126 გაუშვა. მიმდინარე სეზონში „დინამო“ ყველაზე დიდი ანგარიშით დღევანდელ მატჩში დამარცხდა.

სატურნირო ცხრილში „დინამო თბილისთან“ ყველაზე ახლოს გერმანული „ჰანოვერია“, რომელმაც „დინამო“ სტუმრად დაამარცხა (11:14). მე-9 ტურში ქართული გუნდი გერმანულ კლუბს სტუმრად დაუპირისპირდება, ეს მატჩი პირველ მარტს გაიმართება.

ფოტო: „დინამო თბილისის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები