ტოტენჰემი, მანჩესტერ იუნაიტედი, ენჯ პოსტეკოგლუ
Aa
Aa

“ეს ყველასთვის დიდი მოტივაციაა“ - პოსტეკოგლუ ფინალის წინ

ევროპის ლიგის ფინალში ერთმანეთს მანჩესტერ იუნაიტედი და ტოტენჰემი დაუპირისპირდებიან.

მატჩის წინ, დეზების მთავარმა მწვრთნელმა ენჯ პოსტეკოგლუმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

პოსტეკოგლუ:

„ბოლო 2 წლის განსაზღვრა ძალიან რთულია. ვცდილობდი გუნდის გაახალგაზრდავებას და ამავდროულად ტიტულების მოგებას. ეს საკმაოდ რთული გამოწვევა იყო, მაგრამ ხვალ მიზნის მიღწევის შესაძლებლობა გაგვაჩნია.

რიშარლისონს ტრავმის გამო რთული პერიოდი ჰქონდა. ახლა კარგ ფორმაშია, ფიზიკურადაც და გონებრივადაც. ის ყოველთვის 110%-ით იხარჯება და გუნდში მისი ყოლა შესანიშნავია. რიშარლისონი გვაძლევს იმას, რისი გაკეთებაც სხვა თავდამსხმელებს არ შეუძლიათ. მოხარული ვარ, რომ ის მზად არის და ფორმაშია.

სონმა დასაბრუნებლად ძალიან ბევრი იშრომა და ძალიან გამიხარდა, რომ თამაშის შესაძლებლობა აქვს. ეს ყველასთვის დიდი მოტივაციაა. მან ტიტული დაიმსახურა.“

შეგახსენებთ, რომ ტოტენჰემსაც და მანჩესტერ იუნაიტედსაც საშინელი სეზონი აქვთ. პრემიერ ლიგაში დეზები 38 ქულით მე-17 ადგილზე არიან, ხოლო წითელი ეშმაკები 39 ქულით მე-16. ამ გუნდების საფინალო დაპირისპირება 21 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები