ანასტასია გუბანოვა
Aa
Aa

„შოკში ვარ, ვერ ვაცნობიერებ რა მოხდა“ - გუბანოვა ისტორიულ ტრიუმფზე

ფინეთის ქალაქ ესპოო ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს, სადაც ანასტასია გუბანოვამ თავისუფალ პროგრამაში – 130.10, საერთო ჯამში კი 199.91 ქულა მოაგროვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

გამარჯვების შემდეგ საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვა ISU-ს ესაუბრა.

„შოკში ვარ, ვერ ვაცნობიერებ რა მოხდა. ვგრძნობდი, რომ საკუთარ გამოწვევებს გავუმკლავდი. სიხარულის ცრემლები საიდანღაც მოვიდა.

ამ შეჯიბრში მონაწილეობა მორალურად ძალიან რთულია. დღეს ჩემთვის ციგურაობა რთული იყო, მაგრამ მოხარული ვარ, რომ საქმე შევასრულე.

ეს პროგრამა ნამდვილად მომწონს. დიდი ხანია მსურდა, რომ ინდური მუსიკის თანხლებით შემესრულებინა. მოხარული ვარ, რომ ეს შანსი მაქვს. ამ პროგრამის შესრულებით სიამოვნებას ვიღებ. ზოგადად, მუსიკას ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია, სახლში ხშირად ვცეკვავ და ეს მამხიარულებს.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს სახელით გამოვდივარ. მე ნამდვილად მიყვარს ეს ქვეყანა, არქიტექტურა, კულტურა, ის ძალიან ლამაზია. სეზონის დაწყებამდე თბილისში ვიყავი, იქ ძალიან გემრიელი სამზარეულოა. ყველაფერი მივირთვი.

ჩემი ჯგუფი სანქტ-პეტერბურგში ჩემი მეორე ოჯახია. ბიჭები მხარს მიჭერდნენ. დმიტრი ალიევთან გულწრფელი საუბარი მქონდა. ის ევროპის ჩემპიონია და ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გამოცდილებას მიზიარებდა. დიდი მადლობა მას და მთელ ჯგუფს მხარდაჭერისთვის“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები