დიმიტრი ბასილაია, ჯაბა ხოფერია
Aa
Aa

“ჩვენ ერთად მოვიგებთ ამ ომს„ - ბასილაია ხოფერიას გარდაცვალებაზე

უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს 27 წლის მორაგბე ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია ემსხვერპლა.

ძალიან რთულ და მძიმე ინფორმაციას უკრაინაში მყოფი ნაკრების ყოფილი წევრი დიმიტრი ბასიალაია გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში ჯაბას პოსტი მიუძღვნა.

„ჩემი მეგობარი ჯაბა ხოფერია, ქართველი მორაგბე და მამაცი მებრძოლი, გმირულად დაიღუპა ხერსონთან უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის. მიჭირს ამის თქმა..მშვიდობით განისვენე ჩემო ძმაო. ჩვენ ერთად მოვიგებთ ამ ომს!დიდება ქართველ და უკრაინელ გმირებს!“- წერს ბასიალაია

დიმიტრი ბასილაიას ეროვნული ნაკრების კვართი 33-ჯერ აქვს მორგებული და ბორჯღალოსნების რიგებში 25 ქულა აქვს გამომუშავებური. 37 წლის მორაგბე წლების განმავლობაში საფრანგეთში ასაპრეზობდა. დღესდღეიბით კი უკრაინაში მწვრთნელად მოღვაწეობდა და ომის დაყწბის შემდეგ აქტიური მონაწილეა. ვეტერანი მორაგბე ბავშვებისა და მოხალისეების კვებაზე ზრუნავს

შეგახსენებთ,რომ ჯაბა ხოფერია 28-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ ინტერვენციას შეეწირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დიდება გმირებს“ - მორაგბე ჯაბა ხოფერია უკრაინაში დაიღუპა
„დიდება გმირებს“ - მორაგბე ჯაბა ხოფერია უკრაინაში დაიღუპა