18-წლამდე მორაგბეთა ნაკრების წარმატება | ინგლისს 35:31 მოვუგეთ
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაში ჩაერთო. ზურაბ ამონაშვილის გუნდმა პირველი შეხვედრა დურბანვილის უმაღლესი სკოლის მოედანზე გამართა და ინგლისს დაუპირისპირდა.
მატჩი საქართველოს 18-წლამდე ნაკრების უპირატესობით დაიწყო და ორი ლელოს წყალობით, 10:0 დავწინაურდით. თუმცა პირველი ტაიმის მეორე ნახევარში ინიციატივა ინგლისმა მოიპოვა და შესვენებაზე 21:13-ს იგებდა. 18-წლამდე ნაკრებმა მეორე ტაიმი შესანიშნავად ჩაატარა და მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა. ჩვენმა ბიჭებმა მიზანს მიაღწიეს და 35:31 მოიგეს.
ცნობისთვის, ინგლისის გარდა შემდეგ ჩვენი ნაკრების მეტოქე სამხრეთ აფრიკის ა ნაკრებია, რომელსაც 12 აგვისტოს დავუპირისპირდებით. 16 აგვისტოს კი საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ირლანდიას შეხვდება.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა 2025 წლის სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე
შერკინება: საბა მშვილდაძე (აია), ნიკოლოზ ბალანჩივაძე (ოიონა, საფრანგეთი), გაბრიელ რაზმაძე (ორიაკი, საფრანგეთი), გოჩა ფიცხელაური (ლელო), ლუკა წიკლაური (ხვამლი), გიორგი ბერძენიშვილი (ლელო), ანდრია ბილანიშვილი (ლელო), ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე, საფრანგეთი), ლუკა შულაია (ლელო), ზაზა ლეჟავა (აია), იოსებ ღვინჯილია (ლელო), მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ზაზაძე (ხარები), გიორგი არძენაძე (ბათუმი);
ხაზი: გოგა უშვერიძე (აია), ნიკოლოზ ხაფავა (ყოჩები), ლევან ბუცხრიკიძე (ლელო), მათე მახარაძე (ბათუმი), დათა ახვლედიანი (ლელო), დემეტრე დევდარიანი (ლელო), გოგა ბერიძე (ბათუმი), ლუკა ტაბატაძე (არმია), ტატო ტალახაძე (ლელო), გიორგი მუშკუდიანი (აია), ივა კვირიაშვილი (ლელო), დავით არობელიძე (არმია).