რომან დოლიძე, ენტონი ერნანდესი
Aa
Aa

მახრჩობელა ილეთი - დოლიძე ერნანდესთან დამარცხდა

ლას-ვეგასში UFC Fight Night-ზე რომან დოლიძე ენტონი ერნანდესს დაუპირისპირდა და უშანსოდ დამარცხდა.

ბრძოლა 4 რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა და აბსოლუტურად ყველა რაუნდში ერნანდესი დომინირებდა.

საბოლოოდ კი ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ ქართველი მებრძოლი დაიღალა და ენტონიმ მახრჩობელა ილეთით გაიმარჯვა. შეგახსენებთ, რომ დღევანდელ დღემდე რომანს ზედიზედ 3 ბრძოლა ჰქონდა მოგებული.

კარიერაში კი დოლიძემ მე-19 ბრძოლა გამართა და მეოთხედ დამარცხდა. ენტონი ერნანდესმა მე-17 ბრძოლიდან მე-15 მოიგო.


მსგავსი სიახლეები