დრიკუს დუ პლესი, ჩეილ სონენი
Aa
Aa

„თუ მოიგო, მერაბს ჩაანაცვლებს“ - სონენის პროგნოზი დუ პლესიზე

კვირაზე ოდნავ მეტი რჩება UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის სატიტულო ბრძოლამდე, სადაც მოქმედი ჩემპიონი დრიკუს დუ პლესი ქამრის შენარჩუნებას კიდევ ერთხელ შეეცდება. თუმცა, საყოველთაო მოსაზრებით, მას ამჯერად ყველაზე ძლიერი გამომცდელი ეყოლება, რადგან აქამდე დაუმარცხებელ ხამზატ ჩიმაევთან მოუწევს ჩხუბი. დუ პლესი-ჩიმაევის დაპირისპირებაზე საკმაოდ საინტერესო მოსაზრება გამოთქვა UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა ჩეილ სონენმა, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:

„თუ დრიკუსი ოქტაგონზე გავა და ხამზატ ჩიმაევს დამაჯერებელი ბრძოლის ფონზე დაამარცხებს, მაშინ ვფიქრობ, რომ ილია თოფურიასთან და ისლამ მახაჩევთან ერთად, P4P-ის რეიტინგის ტოპ-სამეულში იქნება და მერაბ დვალიშვილის ადგილს დაიკავებს. დუ პლესი დიდი ხანია ამ პოზიციას ეთამაშება, ჩვენს ინდუსტრიაში კი დომინანტური ჩხუბით მოგება აღიარების გამოხატვის საუკეთესო გზაა“.

ცნობისათვის, მოცემულ ეტაპზე ყველა წონითი დივიზიონის საერთო რეიტინგში დრიკუს დუ პლესი მეოთხე ადგილზეა და მხოლოდ თოფურია-მახაჩევი-დვალიშვილის ტრიოს ჩამორჩება. რაც შეეხება მის მომავალ მეტოქეს - ხამზატ ჩიმაევი მეთოთხმეტე პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ჩიმაევი: „მახაჩევთან ჩხუბი გზას გამიადვილებს“
ჩიმაევი: „მახაჩევთან ჩხუბი გზას გამიადვილებს“