აწონვების ცერემონია | დოლიძე-ერნანდესის ჩხუბისთვის ყველაფერი მზადაა
ლას-ვეგასში UFC Fight Night-ის მონაწილეების აწონვების ცერემონია გაიმართა. სხვებთან ერთად წონა ჩააბარა რომან დოლიძემაც, რომელიც ენტონი ერნანდესს დაუპირისპირდება.
„კავკასიელი“ 185.5 ფუნტს იწონის, მისი მეტოქე „ფლაფი“ კი 186.5 ფუნტს იწონიდა, რაც 0.5 ფუნტით ზედმეტი აღმოჩნდა. მეორე ცდაზე ერნანდესმა 186 ფუნტი დააფიქსირა.
185.5 for Roman Dolidze pic.twitter.com/nNC0RtNZX7
— MMA Mania (@mmamania) August 8, 2025
დოლიძე-ერნანდესის ჩხუბი ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება და თბილისის დროით 10 აგვისტოს, 05:30 საათიდან დაიწყება.