სენტ-ეტიენმა მოგება ხელიდან გაუშვა - ზურიკო ცვლილებაზე შევიდა
ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ ლიგა 2-ის პირველ ტურში „ლავალს“ ესტუმრა - მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა.
ანგარიში მე-16 წუთზე „ლავალმა“ გახსნა, თუმცა მალევე „სენტ-ეტიენმა“ ჯერ წონასწორობის აღდგენა, შემდეგ კი დაწინაურებაც შეძლო. 27-ე წუთზე ირვინ კარდონამ გაიტანა, 35-ეზე კი ოგუსტენ ბოაკიემ. 41-ე წუთზე მალიკ ჩუკუნტემ დუბლი შეასრულა - 2:2 და პირველი ტაიმი სწორედ ამ ანგარიშით დასრულდა.
51-ე წუთზე ბენჟამენ ოლდმა „სენტ-ეტიენი“ ისევ წინ გაიყვანა. ზურიკო დავითაშვილი მოედანზე 63-ე წუთზე, გოლისა და საგოლე პასის ავტორის, ოლდის ნაცვლად შევიდა. 87-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში ისევ გაათანაბრეს - კუთხურის შემდეგ თავი იტან კლავრომ გამოიჩინა.მატჩის ბოლო წუთზე ზურიკო წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის მოედნიდან „ლავალის“ მცველი თეო პელენარი გააძევეს.
Sofascore-მა ზურიკოს თამაში 7.0 ქულით შეაფასა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 4-დან 3 წარმატებული დრიბლინგი, 31 შეხება ბურთთან, 18 ზუსტი პასი (100%), 2 არაზუსტი ჩაწოდება და 8-დან 5 მოგებული ორთაბრძოლა. დავითაშვილმა 6-ჯერ დაკარგა ბურთი, ერთხელ დაჯარიმდა და მეტოქეს ორჯერ დაარღვევინა წესები.
ზურიკოს გამორჩეული მომენტები:
მომდევნო ტურში „სენტ-ეტიენი“ შინ „როდესს“ მიიღებს. მატჩი 16 აგვისტოს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.