მიქაუტაძის გოლი და მოპოვებული პენალტი | ლიონმა ხეტაფეს მოუგო
„ლიონი“ ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს - გიორგი მიქაუტაძის გუნდმა ამხანაგურ მატჩში „ხეტაფეს“ სძლია (2:1), ქართველმა ფორვარდმა კი თავი გოლით გამოიჩინა.
მე-3 წუთზე მიქაუტაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა მისი დარტყმა დავიდ სორიამ მოიგერია. 24-ე წუთზე ესპანური გუნდის კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც მიქაუტაძემ დაარტყა. „ხეტაფეს“ მეკარემ ქართველ ფორვარდს კუთხე გამოუცნო, თუმცა დამატებაზე პირველი მიქაუტაძე იყო და ანგარიში გაიხსნა.
მე-40 წუთზე პენალტის დარტყმის უფლება უკვე ესპანელებმა მოიპოვეს. ამჯერად ლუის მილია ზუსტი იყო და ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრის მესამე გოლიც 11-მეტრიანის დანიშვნას მოჰყვა: 63-ე წუთზე ჯენემ საჯარიმოში მიქაუტაძე წააქცია, რისთვისაც წითელი ბარათი მიიღო, პენალტი კი ეინსლი მეიტლენდ-ნაილსმა გამოიყენა.
მიქაუტაძის გამორჩეული მომენტები:
ლიგა 1-ის პირველ ტურში „ლიონი“ „ლანსს“ ესტუმრება. მატჩი 16 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.