გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, დევიდ უები
Aa
Aa

„მამარდას მიზანი ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრებაა“ - დევიდ უები

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტმა დევიდ უებმა Flashscore-თან ინტერვიუში გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა.

„მამარდაშვილის მიზანი „ლივერპულის“ პირველი მეკარის როლია. პირველ ეტაპზე მან კლუბში ადაპტაცია უნდა გაიაროს. მან იცის, რომ ალისონი მსოფლიო დონის მეკარეა და გიორგის ეძლევა შესაძლებლობა, ისწავლოს მისგან და ამავდროულად ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისთვის იბრძოლოს.

ჩვენთვის, საქართველოს ნაკრებისთვის ის ფანტასტიკური მეკარეა, რომელსაც დიდ მატჩებში თავის გამოჩენა შეუძლია. ევროპის ჩემპიონატზე და შესარჩევ მატჩებში მას კარგი მოგერიებები ჰქონდა, მნიშვნელოვან მომენტებში გადაგვარჩინა - გუნდისთვის მისი მნიშვნელობის გადაფასება შეუძლებელია. გარდა ამისა, მამარდაშვილი შესანიშნავი პიროვნებაა და სამუშაო ეთიკაც ფენომენალურ დონეზე აქვს“.

დევიდ უებმა ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა:

„ბოლო 2-3 სეზონში კვარაცხელია ძალიან გაიზარდა, არა მხოლოდ ბურთით თამაშში, არამედ უბურთოდ მუშაობის მხრივაც. თუ შეხედავთ მის სტატისტიკას უბურთოდ მუშაობის მიმართულებით, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე, ეს ფენომენალური იყო.

ვფიქრობ, როდესაც ასეთი დიდი ფეხბურთელები უბურთოდ ასე იხარჯებიან, ეს სტანდარტს აწესებს სხვა დანარჩენებისთვისაც. ვიცით, რომ კვარაცხელიას მეტოქის კართან საოცრებების მოხდენა შეუძლია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია პარტნიორებისთვის დახმარების აღმოჩენა, როდესაც გუნდი უბურთოდაა, და კვარა ამას შესანიშნავად აკეთებს“.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩებს სექტემბერში გამართავს. 4 სექტემბერს ვილი სანიოლის გუნდი შინ თურქეთს, 7 სექტემბერს კი ბულგარეთს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ხარატიშვილს თურქული კლუბი იწვევს | ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია
ხარატიშვილს თურქული კლუბი იწვევს | ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია