აბუაშვილს გოლამდე ცოტა დააკლდა - მეცი ჰოფენჰაიმთან განადგურდა
მეცმა ზდიზედ მე-4 ამხანაგური მატჩი გამართა, რომელშიც მონაწილეობა გიორგი წიტაიშვილმა მიიღო.
ქართველმა ფეხბურთელმა მინდორზე 90 წუთი გაატარა, თუმცა თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა. მისი გუნდი გერმანულ კლუბთან 8:0 განადგურდა.
მეცის განადგურება მე-6 წუთზე ბურგერმა დაიწყო და 73-ე წუთზე ცვლილებაზე შესულმა კრამარიჩმა დაასრულა.
90 წუთის ამოწურვის შემდეგ, გუნდებმა კიდევ 30-წუთიანი ტაიმი ითამაშეს და შანსი კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელს გიორგი აბუაშვილს მიეცა.
21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი აქტიურად შემოვიდა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა. სხვა მხრივ, ბევრს ცდილობდა და ტექნიკის დემონსტრირებას ახდენდა.
მეტიც, 115-ე წუთზე ჰოფენჰაიმის კარის მიმართულებით ჯარიმა დაინიშნა. ბურთთან გიორგი მივიდა, რომელსაც გოლამდე ძალიან ცოტა დააკლდა. დიდებულად შესრულებული ჯარიმა გერმანელთა მეკარემ მოიგერია.
შეგახსენებთ, რომ მეცი საფრანგეთის ლიგა 1-ს 17 აგვისტოს დაიწყებს და მისი პირველი მოწინააღმდეგე სტრასბურგი იქნება. მატჩი თბილისის დროით 19:15-დან დაიწყება.