გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

პეცოლანო: “ჩაკვეტაძე გარკვეულ პროცესებს უნდა მიჰყვეს“

გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებულია და ჩემპიონშიფის პირველ ტურს გამოტოვებს.

ჯვაროსნების ვარსკვლავის ტრავმაზე უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა, პაულო პეცოლანომ ისაუბრა.

პეცოლანო:

„გიორგი ჩაკვეტაძე ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ ის გარკვეულ პროცესს უნდა მიჰყვეს. ასე ის მწყობრში მალე ჩადგება.“

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ფეხის თითის ტრავმა გასულ სეზონში მიიღო და აპრილის შემდეგ არ უთამაშია.

გიორგიმ ვერც ამხანაგურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა და ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, უოტფორდი მის მიმართ მაქსიმალურ სიფრთხილეს იჩენს. ჩაკვე ერთ-ერთი ლიდერია და კრაზანები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.

უოტფორდის მიზანი პრემიერ ლიგაში დაბრუნებაა, თუმცა ბრიტანულ გამოცემებს მათი წარმატების არ სჯერათ. Opta ვარაუდობს, რომ კრაზანებს ჩემპიონშიფში ადგილის შესანარჩუნებლად მოუწევთ ბრძოლა, BBC კი აცხადებს, რომ პეცოლანოს გუნდი მე-14 ადგილს დაიკავებს.

მსგავსი სიახლეები