U16 ევრობასკეტი | საქართველოს ნაკრები სერბეთთან დამარცხდა
საქართველოს 16-წლამდე საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაშიც დამარცხდა. ამჯერად ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილი გუნდის მეტოქე სერბეთი იყო.
მატჩი სერბების უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედიც მათ სასარგებლოდ დასრულდა - 24:16. მეორე პერიოდში სერბებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და დიდ შესვენებაზე ჩვენი ნაკრები უკვე 22 ქულას აგებდა - 55:33. მეორე ტაიმში გუნდებს შორის სხვაობა კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა - სერბებმა მესამე მეოთხედი 30:19 მოიგეს, მეოთხე - 14:11 და საბოლოოდ, 99:63 იმარჯვეს.
საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო ლუკა ფოჩხუა იყო, რომელმაც 11 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. სანდრო შერვაშიძეს 8 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება ჰქონდა. აკმალხან აუბაკიროვის მონაგარი 8 ქულა და 5 მოხსნა იყო.
ცნობისთვის, პირველ ტურში ჩვენი ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა (73:98). ესპანეთისა და სერბეთის გარდა, ჩვენს ჯგუფში ასევე გერმანიის ნაკრებია, რომელსაც ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელები ხვალ დაუპირისპირდებიან.