კარგი პირველი ტაიმი | საქართველოს 16-წლამდე ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა
Aa
Aa

კარგი პირველი ტაიმი | საქართველოს 16-წლამდე ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა

საქართველოს 16-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა გამართა. ევრობასკეტის წლევანდელი გათამაშების მასპინძელი თბილისია და ჩვენმა გუნდმა ტურნირი ესპანეთთან მატჩით გახსნა.

მატჩი ესპანელთა უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედი სტუმრებმა 23:15 მოიგეს. მეორე პერიოდში ქართველებმა ჩამორჩენა შეამცირეს და დიდ შესვენებაზე მხოლოდ ერთი ქულით ვაგებდით - 37:38. მეორე ტაიმში ესპანეთი შეუჩერებელი იყო. მესამე მეოთხედი 31:14 მოიგეს, მეოთხე - 29:22 და საბოლოოდ, 98:73 იმარჯვეს.

საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო დავით ტრაპაიძე იყო, რომელმაც 23 ქულა, 1 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ლუკა ფოჩხუას 12 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა. საბა პატაშურის მონაგარი 18 ქულა, 4 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 7 ჩაჭრა და 2 დაფარება იყო.

ცნობისთვის, ესპანეთის გარდა, ჩვენს ჯგუფში გერმანიისა და სერბეთის ნაკრებები არიან. ახალგაზრდა კალათბურთელები მომდევნო შეხვედრას 9 აგვისტოს, სერბეთის წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ყველანაირ პატივისცემას იმსახურებს“ - ოლივეირამ თოფურიაზე ილაპარაკა
„ყველანაირ პატივისცემას იმსახურებს“ - ოლივეირამ თოფურიაზე ილაპარაკა