ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა
Aa
Aa

„ყველანაირ პატივისცემას იმსახურებს“ - ოლივეირამ თოფურიაზე ილაპარაკა

UFC-ის ბრაზილიელმა მებრძოლმა, ჩარლზ ოლივეირამ ილია თოფურიასთან ჩხუბზე კიდევ ერთხელ ილაპარაკა.

როგორც „დუ ბრონქსმა“ თქვა, „ელ მატადორი“ მასზე სწრაფი აღმოჩნდა.

„არაერთი მოძრაობა დავამუშავე, სხვადასხვა დარტყმა, თეიქდაუნი, კომბინაცია, მაგრამ როცა ჩხუბი დაუწყო, მინდოდა თავი მომეწონებინა. ძალიან მჯეროდა საკუთარი ხელების, ჩემი ნოკაუტის ძალის. დარტყმისთვის იდეალური მომენტის ლოდინს განვაგრძობდი, მაგრამ ილია ჩემზე გაცილებით სწრაფი აღმოჩნდა. მისი გეგმა ჩემსაზე უკეთესი აღმოჩნდა. ილია ყველანაირ პატივისცემას იმსახურებს - ეს მისი მომენტი იყო. UFC-ში 15 წელია ვარ. მანამდე არავის დავუნოკაუტებივარ, ეს პირველად მოხდა. არ მჭირდება, ვინმემ წამომაყენოს. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. ასე რომ, მე უკვე ავდექი და წინ მივდივარ“, - თქვა ოლივეირამ.

შეგახსენებთ, რომ UFC 317-ზე, თოფურიამ ჩარლზი პირველივე რაუნდში გათიშა და UFC-ს მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.

რაც შეეხება ოლივეირასმ გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიელის მომდევნო მეტოქე აზერბაიჯანელი, რაფაელ ფიზიევი იქნება. მათი ბრძოლა რიო დე ჟანეიროში, 11 ოქტომბერს გაიმართება და ტურნირის მთავარი მოვლენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„შემდეგი მეტოქე ტოპ 5-დან უნდა იყოს“ - დოლიძის პრესკონფერენცია
„შემდეგი მეტოქე ტოპ 5-დან უნდა იყოს“ - დოლიძის პრესკონფერენცია