ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა | მამუკელაშვილი კარგი მატჩი NBA-ში
NBA-ში „ტორონტო’’ „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან’’ 120-123 დამარცხდა. „ტორონტოს’’ სასტარტო ხუთეულში სანდრო მამუკელაშვილმა ითამაშა. პარკეტზე 36 წუთი და 38 წამი გაატარა, 13 ქულა ჩააგდო, 8 მოხსნა, 5 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შეასრულა. სანდროს ორმაგ დუბლამდე ორი მოხსნა დააკლდა.
აღმოსავლეთ კონფერენციაში „ტორონტო’’ 15 მოგებითა და 8 მარცხით მე-3 ადგილზეა. მომდევნო მატჩს, 6 დეკემბერს, გამთენიისას შინ „შარლოტთან’’ გამართავს.
მიმდინარეობს განახლება