ტორონტო რეპტორსი, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

ზედიზედ მეცხრე მოგება - მამუკელაშვილმა ინდიანას 7 ქულა ჩაუგდო

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ „ინდიანა პეისერსს“ უმასპინძლა და ბრენდონ ინგრემის ბოლო წამზე ჩაგდებული ბურთით გაიმარჯვა - 97:95.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 16:27 წუთი გაატარა და 7 ქულასა და 3 მოხსნას მოუყარა თავი. „მამუმ“ 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი გააცუდა, ხოლო საჯარიმო ხაზიდან ერთხელ ისროლა და ზუსტი იყო.

მამუკელაშვილის გამორჩეული მომენტები

„რეპტორსის“ რიგებში ყველაზე მეტი ქულა (26) ბრენდონ ინგრემმა ჩააგდო, სკოტ ბარნს კი ორმაგი დუბლი ჰქონდა - 24 ქულა, 10 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება. რაც შეეხება „პეისერსს“, თი ჯეი მაქკონელმა 17 ქულა, ხოლო ბენედიქტ მატურინმა 16 ქულა ჩააგდო.

ამგვარად, „ტორონტომ“ ზედიზედ მე-9 თამაში მოიგო და 14 მოგებითა და 5 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-2 ადგილზეა. მომდევნო მატჩს მამუკელაშვილის გუნდი 30 ნოემბერს სტუმრად „შარლოტ ჰორნეთსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილი: აღფრთოვანებული ვარ იმით, თუ როგორ გრძელდება ჩემი კარიერა
მამუკელაშვილი: აღფრთოვანებული ვარ იმით, თუ როგორ გრძელდება ჩემი კარიერა