გოგა ბითაძე
Aa
Aa

ერთი მოხსნა ორმაგ დუბლამდე | ბითაძის ორლანდომ ფილადელფია გაანადგურა

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „ფილადელფია სევენთი სიქსერსი“ გაანადგურა. „ბოსტონ სელტიქსთან“ წაგებული მატჩის შემდეგ „მეჯიქი“ „სევენთი სიქსერსს“ სტუმრად დაუპირისპირდა და მეტოქე 144:103 დაამარცხა.

ბითაძემ თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და კარგი შეხვედრა ჰქონდა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 19 წუთი და 35 წამი გაატარა და ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა — 10 ქულა, 9 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება.

გოგამ 8-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამქულიანი ვერ გამოიყენა და 9-დან 3 მოხსნა მეტოქის ფარზე შეასრულა. მის პასივში 3 პერსონალური ფოლი და 1 დაკარგვა იყო. „ორლანდოს“ რიგებში ყველაზე მეტი — 31 ქულა, ენტონი ბლეკმა ჩააგდო. ფრანც ვაგნერმა 21 ქულა დააგროვა, ხოლო დესმონდ ბეინს 15 ქულა ჰქონდა. „ფილადელფიას“ მხრიდან 20 ქულით ტაირიზ მაქსი გამოირჩა, ჯარედ მაკკეინმა კი მატჩი 15 ქულით დაასრულა.

ცნობისთვის, „ორლანდოს“ 11 მოგება და 8 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილს იკავებს. ბითაძის გუნდი შემდეგ შეხვედრას „დეტროიტ პისტონსის“ წინააღმდეგ 29 ნოემბერს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყალბი ადამიანია, მართლა ეს რომ ექნა, შემეძლო იქვე მომეკლა“ | ცარუკიანი ილიაზე
„ყალბი ადამიანია, მართლა ეს რომ ექნა, შემეძლო იქვე მომეკლა“ | ცარუკიანი ილიაზე