„ყალბი ადამიანია, მართლა ეს რომ ექნა, შემეძლო იქვე მომეკლა“ | ცარუკიანი ილიაზე
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, არმან ცარუკიანი არიელ ჰელვანის გადაცემის სტუმარი იყო. სომეხმა მებრძოლმა ილია თოფურიაზე ისაუბრა და კომენტარი გააკეთა ვიდეორგოლზე, რომელიც „ელ მატადორმა“ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
დენ ჰუკერისა და ცარუკიანის ჩხუბის შემდეგ თოფურიამ X-ის საკუთარ გვერდზე არმანთან შეხვედრის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. ილიამ ვიდეოს კომენტარიც დაურთო და აღნიშნა, რომ არმანს სილა გააწნა, ის კი უბრალოდ იცინოდა.
Arman, every time we see each other in person you freeze up like a scared duck with no idea what to do. You know I handle you however I want. I fight whoever the UFC chooses. And remember I slapped you and you just laughed, then you go around acting like a gangster. So keep… pic.twitter.com/1O9S3PKOU1
— Ilia Topuria (@Topuriailia) November 23, 2025
„დოჰაში ყოფნისას თოფურიას არ შევხვედრილვარ. რაც შეეხება მის მიერ გავრცელებულ ვიდეოს — ილია სისულელეების თქმა ძალიან უყვარს. მოვიდა, ჩამეხუტა და შემდეგ დაწერა, რომ თითქოს ეს სახეში სილის გაწვნა იყო. თუ ეს მართლა სილის გაწვნა იყო, ე.ი. კაცი აღარ ვყოფილვარ. თუ მან მართლა სილა გამაწნა, რატომ ვიცინი?
რა სისულელეა. ასე რომ მომხდარიყო, შემეძლო იქვე მომეკლა. თუ ვიღაც სილას გაგაწნის და არაფერს აკეთებ, კაცი აღარ ხარ. ჩვენ ასე ვაზროვნებთ — კაცი აღარ ხარ, აღარაფერს წარმოადგენ, ცხოვრებაში ნული ხარ. უნდა დაივიწყო, რომ UFC-ის მებრძოლი ხარ და არც ციხეში წასვლის უნდა შეგეშინდეს — სამაგიერო უნდა დააბრუნო. ამ ძუკნაზე საუბარი აღარ მინდა.
როდის არის ეს ვიდეო გადაღებული? ეს ივნისში მოხდა, როდესაც ოლივეირასა და თოფურიას ორთაბრძოლას ვაზღვევდი. მოვიდა, მომესალმა, მომიკითხა, ჩამეხუტა და მითხრა, რომ ეს ამბები მხოლოდ მედიისთვისაა. მეორე დღეს კი სოციალურ ქსელებში ჩემი შეურაცხყოფა დაიწყო.
თოფურია ყალბი ადამიანია — პირადში ერთია, სოციალურ ქსელებში — სრულიად სხვა. პირადად ისე იქცევა, თითქოს კარგი ტიპია, ტვიტერზე კი სისულელეებს წერს. მე მისნაირი ყალბი ადამიანი არ ვარ. თუ რამის თქმა მინდა, პირადადაც იმავეს გეტყვი და სოციალურ ქსელშიც იმავეს დავწერ.“
შეგახსენებთ, რომ ცარუკიანმა ჰუკერი მეორე რაუნდში, მახრჩობელა ილეთით დაამარცხა და მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის მთავარი პრეტენდენტია. არმანის თქმით, „ელ მატადორის“ მომდევნო მეტოქე სწორედ ის უნდა იყოს და არა პედი პიმბლეტი ან ვინმე სხვა. ცარუკიანი მზად არის, ილიას იანვარში დაუპირისპირდეს.