თორნიკე შენგელია
Aa
Aa

„შენგელია კლუბშიც და ნაკრებშიც ბოლომდე იხარჯება“ - ბარსელონას მწვრთნელი

„ბარსელონამ“ ევროლიგაზე ხავიერ პასკუალის ხელმძღვანელობით პირველი საშინაო მატჩი გამართა და „ლიონ-ვილერბანს“ 88:78 მოუგო. მატჩის შემდეგ ესპანელმა სპეციალისტმა გუნდის პროგრესს გაუსვა ხაზი და კატალონიელთა ქართველ ლეგიონერზე, თორნიკე შენგელიაზეც ისაუბრა.

„ყოველთვის მოსაგებად ვთამაშობთ, ბიჭებს ერთმანეთის პარკეტზე კარგად ესმით. ნელ-ნელა გავდივართ ისეთ დონეზე, რომელიც ყველა ტურნირზე ბრძოლის საშუალებას მოგვცემს. ვამაყობ ბიჭების ენერგიულობით. გულშემატკივრებმა დიდი წვლილი შეიტანეს ამ გამარჯვებაში, ამიტომ ბედნიერი ვარ.

მიმდინარე სეზონში უკვე 26 მატჩი ჩავატარეთ და დასვენება გვჭირდება. ამ სანაკრებო პაუზის განმავლობაში აღდგენასა და საწვრთნელ პროცესს შორის ბალანსი უნდა ვიპოვოთ.

გუნდი პროგრესირებს როგორც მატჩებში, ისე ვარჯიშებზე, თუმცა კიდევ გარკვეული დროა საჭირო, რათა უფრო თავდაჯერებულად ვითამაშოთ. პირველი მიზანი დაცვიდან შეტევაში და შეტევიდან დაცვაში გადასვლისას საიმედოობის უზრუნველყოფაა, ამ მხრივ მოსამატებელი გვაქვს. ბოლო მეოთხედებში დაცვაში უკეთ თამაში გვმართებს, ხოლო შეტევაში უფრო მარტივად უნდა ვიმოქმედოთ. ევროლიგაზე ყველა თამაში განსაკუთრებულია - ზოგჯერ მოგება შეტევას მოაქვს, ზოგჯერ კი დაცვას.

თორნიკე შენგელიას დონეს პარკეტზე ყველა ხედავს. ის ბოლომდე იხარჯება როგორც კლუბში, ისე ნაკრებში. ახლა ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ მას წარმატებები ვუსურვოთ. მან „ვილერბანთანაც“ აჩვენა, რომ ჩვენი გუნდისთვის საკვანძო კალათბურთელია“.

13 ტურის შემდეგ „ბარსელონა“ 8 მოგებითა და 5 წაგებით ევროლიგის სატურნირო ცხრილის მე-9 ადგილზეა. რაც შეეხება თოკო შენგელიას ის უკვე საქართველოშია და დღეს საღამოს „ჯვაროსნებს“ უკრაინის ნაკრებთან მატჩში უკაპიტნებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მეცხრე მოგება - მამუკელაშვილმა ინდიანას 7 ქულა ჩაუგდო
ზედიზედ მეცხრე მოგება - მამუკელაშვილმა ინდიანას 7 ქულა ჩაუგდო