თორნიკე შენგელია
Aa
Aa

15 ქულა ევროლიგაზე - შენგელიას კარგი მატჩი ლიონ-ვალერბანთან

ევროლიგის მორიგ ტურში ბარსელონამ ლიონ-ვილერბანს უმასპინძლა და 88:78 დაამარცხა. გამორჩეული მატჩი ჰქონდა თორნიკე შენგელიას, რომელიც, რა თქმა უნდა, ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 21 წუთი და 10 წამი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 15 ქულას და 6 მოხსნას მოუყარა თავი.

მატჩის მიმდინარეობისას, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 12-ჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება, მაგრამ მხოლოდ 5 გამოუვიდა. 5 საჯარიმო ტყორცნიდან კი ყველა ზუსტი აღმოჩნდა.

შენგელიამ 6 მოხსნიდან 1 საკუთარ ფარზე შეასრულა, ხუთი კი მეტოქის. აღსანიშნავია, რომ შენგელიას 15 ქულა ბარსელონას რიგებში მეორე საუკეთესო შედეგი იყო.

ცნობისთვის, თორნიკე ახლა საქართველოში მოფრინავს და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის, უკრაინის წინააღმდეგ სრულ მზადყოფნაში იქნება.

შენგელიას 24 საათზე ნაკლებ დროში 2 მატჩის გამართვა უწევს, რადგან საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების დაპირისპირება უკვე დღეს 21:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები