თორნიკე შენგელია, ალეკსანდარ ძიკიჩი
Aa
Aa

ჯიკიჩმა უკრაინასთან მატჩისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადებას განაგრძობს. ცოტა ხნის წინ, მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა უკრაინასთან პირველი ტურის მატჩისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.

როგორც მოგეხსენებათ, სერბი სპეციალისტის განკარგულებაში ძირითადად სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელები იყვნენ, თუმცა რამდენიმე ლეგიონერი ნაკრებს მაინც დაეხმარება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

რატი ანდრონიკაშვილი, კახაბერ ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, გიორგი ტურძილაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, თად მაკფადენი, ლუკა მაზიაშვილი, მათე ხატიაშვილი.

ნოემბერში საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ შეხვედრას ჩაატარებს. 27 ნოემბერს, „თბილისი არენაზე“ ქართველი კალათბურთელები უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, 30 ნოემბერს კი სტუმრად, ესპანეთის ნაკრებს შეხვდებიან.

ბოლოს გეტყვით, რომ კაპიტანი თორნიკე შენგელია, გუნდს მატჩის დღეს, 27 ნოემბერს დღის პირველ ნახევარში შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები