„შენგელია და შერმადინი მთავარი ძალაა“ - უკრაინელები საქართველოსთან მატჩზე
ხვალ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში „თბილისი არენაზე“ უკრაინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით, უკრაინის ნაკრების კალათბურთელმა, არტიომ პუსტოვმა ისაუბრა. 33 წლის კალათბურთელის კომენტარი უკრაინის კალათბურთის ფედერაციის Facebook-გვერდმა გაავრცელა.
რას ამბობს პუსტოვი:
„საქართველოს წინააღმდეგ ბევრი მატჩი ჩავატარეთ, მათ მოთამაშეებსა და ლიდერებს კარგად ვიცნობთ. ვფიქრობ, პირველი თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან გვინდა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დავიწყოთ. დარბაზში ბევრი გულშემატკივრება იქნება და შესანიშნავ ატმოსფეროში მოგვიწევს თამაში.“
„ვიტყოდი, რომ მეტოქე ლიდერების ხარჯზე თამაშობს, შენგელიას და შერმადინს ბევრ პასს აძევენ. ვფიქრობ, ეს ორი კალათბურთელი ჩვენთვის მთავარი საფრთხე იქნება. ეცდებიან, რომ თამაში მათ გადაწყვიტონ, შეტევებზე პასუხისმგებლობას ისინი აიღებენ. ვფიქრობ, ეს ორი მოთამაშე უნდა შევაჩეროთ.“
„მთავარი კონცენტრაცია მათზე უნდა გავამახვილოთ. შენგელია მატარებელს ჰგავს, ძალაზე თამაშობს და მუდამ წინ მიდის. მხრებზე ურტყავს, წუთებს იგებს და კალათის ქვემოდან იღებს ქულებს. ვფიქრობ, ეს არის მისი მთავარი ძლიერი მხარე. იგივეს თქმა შეგვიძლია შერმადინზეც. ფარის ქვეშ ძალიან კარგად თამაშობს, კარგად ბრუნავს... ერთი სიტყვით, ყველაფერს კარგად აკეთებს და ძალიან ძლიერი მოთამაშეა.“
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების დაპირისპირება თბილისი არენაზე 27 ნოემბერს, 20:50 საათზე დაიწყება.