ოფიციალურად - დარვინ ნუნიესი ალ ჰილალის ფეხბურთელია
ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ დარვინ ნუნიესი ლივერპულს დატოვებდა და კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებდა.
სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ურუგვაელი თავდამსხმელი ალ ჰილალს ოფიციალურად შეუერთდა.
არაბულმა კლუბმა მერსისაიდულ გრანდს 53 მილიონი ევრო გადაუხადა და ამას ბონუსებიც დაემატება. მხარეებს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
შეგახსენებთ, რომ დარვინი ლივერპულს 2022 წელს შეუერთდა. 2022 წლიდან დღემდე, ნინუიესმა ინგლისური კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 143-ჯერ მოირგო, 40 გოლი გაიტანა და 26 საგოლე გადაცემა შეასრულა.
He is one of our own ???? pic.twitter.com/pHMqz7yYI6
— AlHilal Saudi Club (@Alhilal_EN) August 9, 2025