ტოტენჰემი, ნასერ ალ-ხელაიფი, პარი სენ ჟერმენი
Aa
Aa

“მიზნად ყველა ტურნირის მოგება უნდა დავისახოთ“ - ალ-ხელაიფიმ ფეხბურთელებს მიმართა

პარი სენ ჟერმენი უეფა-ს სუპერ თასის მატჩისთვის ემზადება, რომელშიც ტოტენჰემს დაუპირისპირდება.

ფრანგული გრანდის ბოლო ვარჯიშს კლუბის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი დაესწრო, რომელმაც ფეხბურთელებს სიტყვით მიმართა.

ალ-ხელაიფი:

„ჩვენს დამარცხებას აბსოლუტურად ყველა გუნდი ეცდება, რადგან ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები ვართ. მიზნად ყველა ტურნირის მოგება უნდა დავისახოთ. შემდეგი სეზონი ბევრი კუთხით იქნება გარდამტეხი.“

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში პარი სენ ჟერმენმა ტრიპლეტი შეასრულა და ყველა ის ჩემპიონატი მოიგო, რომელშიც გამოდიოდა.

პარი სენ ჟერმენისა და ტოტენჰემის დაპირისპირება 13 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები