„მისი წასვლის შემდეგ ორი ტიტული მოვიგეთ“ - ტენ ჰაგი რონალდუზე
„ლევერკუზენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად გატარებული პერიოდი გაიხსენა და განაცხადა, რომ პორტუგალიელი გუნდისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა.
რა თქვა ტენ ჰაგმა:
„ჩემი აზრით, ის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი უკვე წარსულშია. მისი წასვლის შემდეგ ჩვენ „იუნაიტედში“ ორი ტიტული მოვიგეთ, რონალდუს კი ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ“.
შეგახსენებთ, რომ რონალდუ „ოლდ ტრაფორდზე“ 2021 წელს დაბრუნდა, თუმცა „წითელი ეშმაკების“ მთავარ მწვრთნელთან საერთო ენა ვერ გამონახა, ხშირად ხვდებოდა სათადარიგოთა სკამზე, რის გამოც საბოლოო ჯამში მანჩესტერული კლუბი 2022 წლის მიწურულს დატოვა და „ალ-ნასრს“ შეუერთდა.
„იუნაიტედში“ დაბრუნებული რონალდუს სტატისტიკა ასეთი იყო: 19 გოლი და 1 საგოლე პასი 40 მატჩში. მისი წასვლის შემდეგ ტენ ჰაგის „იუნაიტედმა“ 2022-23 წლების ლიგის თასი და 2023-24 წლების ასოციაციის თასი მოიგო.
აქვე გეტყვით, რომ რონალდუმ წელს „ალ-ნასრთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა და არაბულ კლუბს თავისი მომავალი კიდევ 2 წლით დაუკავშირა.