ლუკა მატკავა
Aa
Aa

კარკაძის ლელო, მატკავას გარდასახვა | ბორჯღალოსნების მარცხი მსოფლიო ჩემპიონთან

რაგბიში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა სამხრეთ აფრიკამ ამხანაგურ მატჩში საქართველოს 55-10 მოუგო.

ანგარიში ვანო კარკაძის ლელოთი გაიხსნა, ლუკა მატკავამ გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 0-7. სამხრეთ აფრიკამ თამაში შემოატრიალა, თუმცა 29-ე წუთზე ლუკა მატკავას ზუსტი საჯარიმო დარტყმით სხვაობა შემცირდა - 15-10.

პირველ ტაიმში სამხრეთ აფრიკამ 4 ლელო დადო. ბრენდან ვენტერმა და კენან მუდიმ თითო-თითო ლელო დადეს, მარსენ ვან დერ მერვემ - 2, თუმცა 4 გარდასახვიდან ზუსტი მხოლოდ 1 იყო, მეოთხე ლელოს შემდეგ საშა ფაინბერ-მნგომეზულუმ გარდასახვა ზუსტად დაარტყა.

აღნიშნული 4 ლელოდან ყველაზე ლამაზი კომბინაცია მესამე ლელოს ეპიზოდში იყო, როცა ბურთი კენან მუდიმ დაამიწა.

საბოლოოდ, პირველი ტაიმი სამხრეთ აფრიკამ 22-10 მოიგო. თამაშის სცენარი მეორე ტაიმში არ შეცვლილა, სამხრეთ აფრიკამ მეორე ტაიმში 5 ლელო დადო, მარსელ ვან დერ მერვემ პირველ ტაიმში დადებულ ერთ ლელოს ორი დაამატა. ასევე, ლელო დამიან უილემსიმ, კურტ-ლი არენჯემ და ჰანდრე პოლარმა დადეს.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხელსაყრელი მეტოქე არ არის“ | ხამზატი ილიასა და ცარუკიანის შესაძლო ჩხუბზე
„ხელსაყრელი მეტოქე არ არის“ | ხამზატი ილიასა და ცარუკიანის შესაძლო ჩხუბზე