U20: მატჩი მე-9 ადგილისთვის - უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შოტლანდია დაამარცხეს
იტალიაში მიმდინარე მორაგბეთა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა მე-9 ადგილისთვის შეხვედრაში შოტლანდია 22:7 დაამარცხა.
ორი დღის წინ, ესპანელებთან მეცხრე ადგილისთვის ნახევარფინალურ შეხვედრაში, რომელიც „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ 31-ქულიანი სხვაობით, 43:12 მოიგეს.
რაც შეეხება შოტლანდიასთან მატჩს, პირველი ტაიმის პირველი ნახევარი მთლიანად ქართველი მორაგბეების უპირატესობით წარიმართა და 17:0 დასრულდა. ბოლო ათ წუთში შოტლანდიელებმა ერთი ლელოს დადება და თამაშში დაბრუნება მოახერხეს.
„უმცროსი ბორჯღალოსნების“ მხრიდან ლელოები შოთა ხელაძემ, მიხეილ შიოშვილმა და მათე ღურწკაიამ დადეს.
მეორე ტაიმში მე-60 წუთზე შიოშვილმა შეხვედრაში მეორე ლელო გაიფორმა და გუნდს კომფორტული ფორით წინ გასვლის საშუალება მისცა - 22:7. ამის შემდეგ, მოედანზე ბევრი არაფერი შეცვლილა.
მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი „უმცროსი ბორჯღალოსნებისთვის“ წარუმატებელი გამოდგა. სამი მატჩიდან 2 დათმეს (ირლანდიასთან და ახალ ზელანდიასთან) და 1 ფრედ (იტალიასთან) დაასრულეს.
შეგახსენებთ, რომ მომავალ წელს, 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს.
ფოტო: Georgian Rugby