ბრაის მიტჩელი: დვალიშვილის შეჩერება მხოლოდ მე შემიძლია
ბრაის მიტჩელმა ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა სუპერმსუბუქ დივიზიონში გადასვლა. ის თვლის, რომ მერაბ დვალიშვილის გაჩერება მხოლოდ მას შეუძლია.
„ვფიქრობ, დივიზიონს მცირედი რყევა სჭირდებოდა და ამისთვის ჩემნაირი ადამიანი იყო საჭირო. გაირკვა, რომ დივიზიონში მერაბ დვალიშვილს ვერავინ დაამარცხებდა. მათ სჭირდებოდათ ვინმე, ვინც ცეცხლს შემატებდა. და თითქმის გარანტირებულად ვამბობ, რომ ამის გაკეთებას მე შევძლებ.
დიახ, მათ უნდა ერთადერთი ადამიანისთვის უნდა დაერეკათ, ვისაც მერაბის შეჩერება შეეძლო. სხვას ამის გაკეთება არ შეუძლია. აი, მე აქ ვარ. დამირეკეთ!“
- ციტირებს მიტჩელის სიტყვებს MMA Junkie.
მიტჩელი 26 ივლისს აბუ-დაბიში იბრძოლებს. მისი მეტოქე საიდ ნურმაგომედოვი იქნება. რაც შეეხება მერაბს, ჯერჯერობით მისთვის ბრაის მიტჩელის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ მიტჩელი 2022 წელს ილია თოფურიას დაუპირისპირდა და პირველ რაუნდში კარგი ბრძოლის მიუხედავად, მეორე რაუნდში „ელ მატადორმა“ მას დანებება აიძულა.