მამუკელაშვილი ნაკრებს შეუერთდა - შენგელიამ შეკრება დატოვა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდს დღეს დილით სანდრო მამუკელაშვილი შეუერთდა და „ტორონტო რეპტორსის“ ახალწვეული თანაგუნდელებთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს შეუდგება. საწვრთნელ პროცესამდე კი, ალექსანდარ ჯიკიჩის მომზადებულ გუნდს დღეს კაუნასში მასპინძელ ლიეტუვის ნაკრებთან საკონტროლო შეხვედრა ელის, სადაც კაპიტნის, თორნიკე შენგელიას გარეშე ითამაშებს.
შენგელიამ პირადი ხასიათის მიზეზების გამო შეკრება დატოვა და ესპანეთში გაემგზავრა. წინასწარი ინფორმაციით კაპიტანი გუნდს ლიეტუვადან გამგზავრების შემდეგ, პირდაპირ ჩეხეთში შეუერთდება. ქართველმა კალათბურთელებმა ევრობასკეტისთვის მზადების ფარგლებში ორი სპარინგის ჩატარება უკვე მოასწრეს და ისრაელთან - 10, ხოლო ესტონეთთან 5-ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ.
ლიეტუვა - საქართველოს ამხანაგური შეხვედრა ხვალ, ქალაქ კაუნასში შედგება და თბილისის დროით, 21:00 საათზე დაიწყება.