ლუკა შევალიე
Aa
Aa

ოფიციალურად | პარი სენ-ჟერმენს ახალი მეკარე ჰყავს

„პარი სენ-ჟერმენს“ ახალი მეკარე ჰყავს - ლუკა შევალიე პარიზელების ღირსებას 2030 წლამდე დაიცავს.

 23 წლის მეკარემ გუშინ სამედიცინო შემოწმება გაიარა, დღეს კი პარიზულ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. შევალიე „ლილის“ აკადემიის აღზრდილია და „დოგების“ პირველ გუნდში 99 მატჩი აქვს ჩატარებული. 

ფრანგული მედიის ინფორმაციით, პსჟ-მა შევალიეს სანაცვლოდ „ლილს“ 40 მილიონ ევროს გადაუხადა. ლუკა პსჟ-ში 30-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ლუკა შევალიე:

„როდესაც მსოფლიოს საუკეთესო გუნდი გიწვევს, უარის თქმა რთულია. აქ ყველა პირობა არსებობს. პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოგება სურდა და გასულ სეზონში ეს ტურნირი სრულიად დამსახურებულად მოიგო. სამწვრთნელო შტაბი, სავარჯიშო პირობები, მენეჯმენტი - ყველაფერი უმაღლეს დონეზეა“. 

„ლუკა საფრანგეთის და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. ის ფანტასტიკური შენაძენია ჩვენი გუნდისთვის. ვაგრძელებთ ხანგრძლივი და წარმატებული პროექტის შენებას“, - აღნიშნა კლუბის პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ.

ამასთანავე, ჯერჯერობით უცნობია, დარჩება თუ არა გუნდში ჯანლუიჯი დონარუმა, რომელსაც მედია „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკავშირებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაფრის მოგება მიზანი უნდა გახდეს“ - პსჟ-ს პრეზიდენტის მიმართვა
„ყველაფრის მოგება მიზანი უნდა გახდეს“ - პსჟ-ს პრეზიდენტის მიმართვა