„განებივრებული მდიდარი ბავშვია“ - პიმბლეტმა ცარუკიანს შეუტია
რაც უფრო აჭიანურებს დენა უაითი UFC-ის მსუბუქ წონით დივიზიონში მორიგი საჩემპიონო ჩხუბის ჩანიშვნას, სიტუაცია მით უფრო იძაბება. ილია თოფურიას ჩარლზ ოლივეირას დამარცხების შემდეგ ბევრი არაფერი უთქვამს. სამაგიეროდ, მისი სავარაუდო მომავალი მოწინააღმდეგეები აქტიურობენ და თუ აქამდე არმან ცარუკიანი აკეთებდა მწვავე განცხადებებს, ამჯერად ასპარეზზე პედი პიმბლეტი გამოჩნდა და სომეხი არცთუ კარგ კონტექსტში მოიხსენია.
პედი პიმბლეტი
ჩემი და ილია თოფურიას დაპირისპირება არის ის, რისი ნახვაც თითოეულ ამერიკელს სურს, მაგრამ იმასაც კარგად ვხვდები, რომ რეიტინგში მეცხრე პოზიციაზე ვარ და ამას სხვები უფრო მეტად იმსახურებენ. თუმცა, ამ სხვებში არმან ცარუკიანი ნამდვილად არ იგულისხმება. ის იმდენად პატარა პიროვნებაა, რომ თოფურიას მასთან ჩხუბზე დასათანხმებლად მილიონს სთავაზობს. განებივრებული მდიდარი ბავშვია, რომელიც უბედურებისგან თავის დაღწევას ფულით ცდილობს. რაც შეეხება დენ ჰუკერს, ადრე მას პატივს ვცემდი, თუმცა ბოლო პერიოდში სისულელეების ლაპარაკი დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ პედი პიმბლეტსა და ილია თოფურიას შორის სიტყვიერი შელაპარაკება ოქტაგონში „ელ მატადორისა“ და ჩარლზ ოლივეირას ბრძოლის დასრულების მოხდა, რის შემდეგაც მათი ჩხუბის ჩანიშვნას ყველა მოუთმენლად ელოდება.