პედი პიმბლეტი, კამარუ უსმანი
Aa
Aa

კამარუ უსმანი: „სატიტულო ბრძოლა პედის? სახეს ნუ დაკარგავთ“

ჯერ კიდევ დიდი სჯა-ბაასი მიდის იმასთან დაკავშირებით, თუ ვისთან ბრძოლაში უნდა დაიცვას ილია თოფურიამ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ტიტული. რეიტინგში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, „ელ მატადორთან“ შეხვედრის ნომერ პირველი კანდიდატი არმან ცარუკიანი უნდა იყოს, თუმცა დენა უაითის პოზიცია ამასთან დაკავშირებით ყველამ კარგად იცის, რომელმაც ღიად და დაუფავარად აღნიშნა, რომ იანვარში ისლამ მახაჩევთან ბრძოლიდან ჩახსნის გამო, სომეხი პირდაპირ ტიტულზე აღარ იჩხუბებდა. მსუბუქ წონაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით აზრის გამოთქმა საშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლ კამარუ უსმანს თხოვეს და მან ასეთი კომენტარი გააკეთა:

„საუბარი მიდის სრული სერიოზულობით იმაზე, რომ სატიტულო ჩხუბი პიმბლეტს მისცენ, თუმცა ამაში დამნაშავე ყველაზე ნაკლებად პედია. მას თავის დროზე ერთგვარი ოპოზიციონერის როლი მისცეს, რაც იმდენად კარგად შეასრულა, რომ როლიდან გამოსვლა უჭირს.

მეორე მხრივ, რეიტინგს თუ ჩახედავთ, აღმოაჩენთ, რომ პედიზე წინ არმან ცარუკიანი, ჯასტინ გეიჯი, დენ ჰუკერი, მატეუშ გამროტი და ბენეილ დარიუში არიან. იმ შემთხვევაში თუ პიმბლეტთან ბრძოლას ჩაუნიშნავენ თოფურიას, ეს ზემოთ ხსენებული ყველა მებრძოლისთვის სილის გაწნის ტოლფასი იქნება. ვისზეც ამის გადაწყვეტა არის დამოკიდებული, უნდა შეეცადოს, რომ სახე არ დაკარგოს“.

ცნობისათვის, მსუბუქ წონით დივიზიონში ერთი საინტერესო, თუმცა არასატიტულო ბრძოლა უკვე ჩაინიშნა - 11 ოქტომბერს, ჩარლზ ოლივეირა რიო დე-ჟანეიროში აზერბაიჯანელ რაფაელ ფიზიევს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
პიმბლეტი თოფრიას: ელ ჩორიზო, შენთან მოვდივარ
პიმბლეტი თოფრიას: ელ ჩორიზო, შენთან მოვდივარ