U18 | საქართველოს ნაკრებმა ირლანდიასთან დასკვნით მატჩში ფრე ითამაშა
Aa
Aa

U18 | საქართველოს ნაკრებმა ირლანდიასთან დასკვნით მატჩში ფრე ითამაშა

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთშორისო სერიის მესამე მატჩი ირლანდიასთნ გამართა და ფრედ, 13:13 ითამაშა.

პირველ ტაიმში ჩვენებუბრებს საკმაოდ გაუჭირდათ. ირლანდიელებმა ორი ლელო დადეს და ტაიმი სრული უპირატესობით 10:0 მოიგეს.

მეორე ნახევარი უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ უკეთ ჩაატარეს. ქართველებმა ერთი გარდასახული ლელო (ახვლედიანი) დადეს და ორი ჯარიმა გაიტანეს, რასაც ირლანდიელებმა ერთი ზუსტი ჯარიმით უპასუხეს და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ, 13:13 დასრულდა.

ამრიგად, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა საერთაშორისო სერიაში ერთი მატჩი მოიგო (ინგლისთან), ერთი წააგო (სამხრეთ აფრიკა) და ერთიც ფრედ ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები