მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

UFC-ის განახლებული რეიტინგი - მერაბ დვალიშვილი დაწინაურდა

UFC-იმ ყველა წონითი დივიზიონის რეიტინგი განაახლა და ცვლილებები ქართველ მებრძოლებსაც შეეხოთ. გასულ უქმეებზე, მერაბ დვალიშვილმა ლეგენდარული ჟოზე ალდო დაამარცხა და ამ გამარჯვების შემდეგ, წინსვლა გარანტირებული ჰქონდა.

სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის განახლებულ რეიტინგში „მანქანა“ მე-3 ადგილზე იმყოფება. დვალიშვილი მე-6 გახლდათ და ალდოსთან მოგების შემდეგ, 3 საფეხურით დაწინაურდა. მასზე წინ მხოლოდ პიოტრ იანი და ტი ჯეი დილაშოუ არიან, ალჯამეინ სტერლინგი კი საჩემპიონო ქამრის მფლობელია.

საინტერესოა, რომ ცვლილებები შეეხო ილია თოფურიასაც. „ელ მატადორი“ მე-15 გახლდათ, დღევანდელი მონაცემებით კი მე-14 პოზიციას იკავებს. ილიას მომდევნო მეტოქეს, ედსონ ბარბოზას რაც შეეხება, იგი მე-13 ადგილზეა.

გეტყვით იმასაც, რომ კამარუ უსმანის სენსაციური მარცხის შემდეგ, რადიკალურად შეიცვალა ე.წ Pound-for-pound რეიტინგი (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად). კამარუ პირველი იყო, მაგრამ ლეონ ედვარდსთან წაგების შემდეგ, მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლა. პირველი ალექსანდერ ვოლკანოვსკია, მეორე - ისრაელ ადესანია, ხოლო მესამე - ჩარლზ ოლივეირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლოჩოშვილის მაგარი მატჩი რომასთან და Sofascore-ს მაღალი შეფასება
ლოჩოშვილის მაგარი მატჩი რომასთან და Sofascore-ს მაღალი შეფასება