კიევის დაცვისას - 27 წლის უკრაინელი მორაგბე გმირულად დაიღუპა
Aa
Aa

კიევის დაცვისას - 27 წლის უკრაინელი მორაგბე გმირულად დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის საომარი ქმედებები კვლავ გრძელდება და ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იღუპება. სამწუხაროდ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტი ქვეყნის ერთ-ერთ იერიშს უკრაინელი მორაგბე ვოლოდიმირ სტელმახი შეეწირა. კლუბ „რავნოს“ 27 წლის მოთამაშე კიევის დაცვის დროს დაიღუპა.

„დაწყევლილი მტრისგან საკუთარ ქვეყანას იცავდა. 1995 წელს დაბადებული სტელმახი გმირულად დაიღუპა. ჩვენ მას არასდროს დავივიწყებთ ! ჩვენ ამას რუსეთს არასდროს ვაპატიებთ“ - წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში ბევრი სპორტსმენია ჩართული. მაგალითად, მოქმედი სპორტსმენებიდან ამჟამად უსიკი და ლომაშენკო იბრძვიან. ასევე უკრაინას ლეგენდარული მოკრივე ძმები კლიჩკოები იცავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები