განახლებული დიზაინი - ნახეთ როგორია კობი ბრაიანტის სახელობის ჯილდო
Aa
Aa

განახლებული დიზაინი - ნახეთ როგორია კობი ბრაიანტის სახელობის ჯილდო

ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ ყველა ვარსკვლავის მატჩის ჯილდოების განახლებული დიზაინი წარადგინა. ყველაზე დიდი ინტერესი კობი ბრაიანტის სახელობის ჯილდომ გამოიწვია, რომელიც „ოლ სტარის“ MVP-ის გადაეცემა.

თასის ფუძე - რვაკუთხედია და მისი სიმაღლე ორი ინჩია, რადგან „შავ მამბას“ კარიერის ნაწილი 8-ნომრიანი მაისურით ჰქონდა ჩატარებული და 2002 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩზე MVP გახდა. თასის სვეტებს ვარსკვლავის ფორმა აქვს, იგი 4-დონიანია და მის გარშემო 18 ვარსკვლავია, რადგან ლეგენდარული კალათბურთელი „ოლ სტარტზე" 18-ჯერ მოხვდა.

პირველი დონე - 24 სვეტი, რომლებიც ბრაიანტის ნომერსა და ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილეთა რაოდენობას უკავშირდება. მისი სიმაღლე 7 ინჩია, რადგან 2007 წლის „ოლ სტარზე“ კობიმ MVP დაისაკუთრა.

მეორე დონე - სიმაღლე 9 ინჩია, რადგან 2009 წლის „ოლ სტარის“ მატჩზე კობი MVP გახდა, ვარსკვლავების რაოდენობა კი 10 გახლავთ (აშშ-ის ნაკრებში კობი 10-ნომრიანი მაისურით თამაშობდა და ოლ სტარის ძირითად შემადგენლობაში 10-ჯერ მოხვდა).

მესამე დონე - 5 ვარსკვლავი (შავი მამბა NBA-ის ჩემპიონი 5-ჯერ გახდა, ამასთან, NBA-ის გუნდის ერთობას წარმოადგენს, რადგან პარკეტზე 5 კალათბურთელია). მისი სიმაღლე 11 ინჩია (2011 წელს კობი ოლ სტარის MVP გახდა).

მეოთხე დონე - 1 ვარსკვლავი, მისი სიმაღლე 2 ინჩია. „შავი მამბა“ სეზონის MVP ერთხელ გახდა, ხოლო ფინალების MVP-ის ჯილდო 2-ჯერ დაისაკუთრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შოთა არველაძე ჰალ სიტის მატჩის პროგრამის გარეკანზე გამოჩნდა
შოთა არველაძე ჰალ სიტის მატჩის პროგრამის გარეკანზე გამოჩნდა