„ეს არასდროს დაგვავიწყდება
Aa
Aa

„ეს არასდროს დაგვავიწყდება" - UFC-ის ვიდეო ალჯოსა და იაკვინტას საქართველოში სტუმრობაზე

UFC-იმ იუთუბის საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ალ იაკვინტასა და ალჯამეინ სტერლინგის საქართველოში სტუმრობას ეძღვნება. 

„მერაბი ჩვენი მეგობარია, ჩვენთან ერთად ვარჯიშობს და ჩვენი ოჯახის წევრია. იგი რამდენიმე წელი ცდილობდა, საქართველოში ჩავეყვანეთ და როგორც იქნა, საქართველოს ვესტუმრეთ. სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მქონდა, საქართველოში რა მოხდებოდა და როგორი ხალხი დამხვდებოდა, თუმცა ვიფიქრე, რომ თუ ქართველები მერაბის მსგავსი ადამიანები მაინც იქნებოდნენ, წინ შესანიშნავი დრო გველოდა.

საქართველოში ფაქტობრივად როგორც გმირებს, ისე დაგვხვდნენ. მერაბი სადაც არ უნდა წასულიყო, ხალხი მაშინვე ცნობდა, რაც კარგად გამოხატავს რამდენად შეკრული საზოგადოებაა იქ. მთელი მოგზაურობა დაუვიწყარი მომენტებით იყო დახუნძლული და ყოველი დღე ახალი თავგადასავალი გახლდათ.

საქართველოში ყოფნისას, ჭამაში დიდი დრო გავატარეთ. სხვადასხვა ქართული კერძი მივირთვით და მერაბის სამშობლოს ნახვა და მის თანამემამულეებთან შეხვედრა შესანიშნავი რამ იყო. სატელევიზიო შოუში სტუმრობისა და ჯომარდობის შემდეგ, ყაზბეგს ვესტუმრეთ და ფაქტობრივად ღრუბლებში ვიყავით. რამდენიმე ვარჯიში გავმართეთ და მერაბი რა თქმა უნდა, მთიდან სირბილით დაეშვა და შემდეგ ისევ სირბილით ამოვიდა. მისი ვარჯიში სწორედ ეს იყო.

საქართველოში ყოფნისას მერაბის სოფელსაც ვესტუმრეთ. ვნახეთ, სად გაიზარდა და მის სოფელსა და ოჯახში თბილი დახვედრა მოგვიწყეს. იქ უამრავი საჭმელი იყო, რომელიც ყველას ეყოფოდა და საიდანღაც უფრო და უფრო მეტი მოჰქონდათ. ღვინოზე ხომ საუბარიც ზედმეტია. ღვინო ძალიან დიდი რაოდენობით იყო და ნამდვილად არაფერს ვაჭარბებ. ვეცადე, ბევრი არ დამელია, მაგრამ საცეკვაო სცენაზე მაინც აღმოვჩნდი.

საქართველოში გატარებულმა პერიოდმა მერაბი, მე და იაკვინტა დაგვაახლოვა. ეს თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო და ეს პერიოდი არასდროს დაგვავიწყდება“, - განაცხადა ალჯომ.

გეტყვით იმასაც, რომ ვიდეოს ბევრი უარყოფითი რეაქცია აქვს და ამ ბმულზე გადასვლით შეგიძლიათ, ზემოთ ხსენებული ვიდეო მოიწონოთ.

ფოტო: მერაბ დვალიშვილის ფეისბუქ გვერდი

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები