გიორგი ჭინჭარაული:
Aa
Aa

გიორგი ჭინჭარაული: "ბექაურის ჯანმრთელობის დასკვნა ვნახე და გული გადამიტრიალდა"

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში სენსაციურად გასული გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა. 21 წლის ბექაურმა საქართველოს დელეგაციას პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ძალოსნობის ფედერაციის ექიმი გიორგი ჭინჭარაული, რომელიც ამჟამად ტოკიოში ოლიმპიურ ნაკრებთან ერთად იმყოფება, ლაშა ბექაურთან დაკავშირებით საინტერესო ამბავს იხსენებს. ეს ამბავი გიორგიმ „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ბაკურიანში ვიყავით შეკრებაზე, ზურა კახაბრიშვილი ჩამოვიდა, გაგვამხნევა, სამედიცინო ინვენტარით მომამარაგა, რჩევები მომცა, ძალოსნების ჯანმრთელობას გაეცნო და იქვე საუბრისას ბექაურზე ჩამოაგდო სიტყვა....

ვთხოვე ბექაურის ტრავმის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის დასკვნა ეჩვენებინა და როცა დავხედე, კინაღამ გული გადამიტრიალდა.  მეცხრე წელია ამ სფეროში ვარ და მე მსგავსი მოცულობის ტექსტი, არცერთი სპორტული ტრავმის აღწერაზე არ მინახავს... უამრავი რამ ეწერა და ურთულესი იყო მდგომარეობა..

ლაშა ბექაურს ჯერ კიდევ არ ვიცნობდი და არც მისი მებრძოლი ხასიათი ვიცოდი... აი, რას შვება მთა, მთის ლაღი, ქართული სული...

ვნახე დასკვნა და პირდაპირ ვუთხარი, ზურა ნუ გარისკავ... მე ვფიქრობ ჯობს იმკურნალოს და მოემზადოს შემდეგი შეჯიბრებისთვის მეთქი.

ჩემი ხო გჯერაო, მითხრა ზურა მამობილმა ... დავუქნიე თავი, რა მექნა.

ხოდა დღეს პირადად კახაბრიშვილს ვულოცავ ამ გამარჯვებას! მან შეძლო ???? მკურნალობით, რეჟიმით, ინდივიდუალური ვარჯიშებით, ნემსებით, ფიზიოთერაპიებით, კინეზოტეიპირებით, მასაჟით და ა.შ.. რომ ეს შედეგი დაედო...

დიახ, ბექაურის ამ შედეგში, სამედიცინო გუნდმა უდიდესი წვლილი შეიტანა და ვულოცავ ყველა ჩემს კოლეგას, ვინც ლაშას მზადებაში იყო ჩართული.

ზურა ოქრო ხარ !

მადლობა, რომ პირობა შეგვისრულე

ფოტოზე შენი ემოციაც არ მიკვირს.“

ზურა კახაბრიშვილი ბექაურის ტრავმაზე და ჩემპიონობაზე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები