ანჩელოტი:
Aa
Aa

ანჩელოტი: "ფინალში იტალიასა და ინგლისს ვხედავ"

კარლო ანჩელოტიმ იტალიის ნაკრებზე და ევროპის ჩემპიონატის სხვა ფავორიტებზე ისაუბრა. „პაპა კარლომ“ თავისი ვერსიით ფინალისტები დაგვისახელა.

„ესპანეთი და გერმანია გახურდნენ. სულელური იყო, რომ გეფიქრა ისინი არ ათამაშდებოდნენ. ასევე ფრთხილად უნდა იყოთ ინგლისთან - მათ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის ექვსი ფინალისტი ჰყავთ.

ბადე იტალიის პრობლემა იქნება. მათ მეოთხედფინალში ბელგიასთან ან პორტუგალიასთან მოუწევთ თამაში, ნახევარფინალში კი საფრანგეთთან. მეორე მხარეს უფრო ადვილი იქნებოდა. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ნიდერლანდები ნახევარფინალში გავა.

ადრე ვთქვი, რომ ფინალში ვხედავ იტალიასა და ინგლისს. ჯერჯერობით, შედეგები ჩემს წინასწარმეტყველებას ამყარებს. იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება“. - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს AS-ი.

ანჩელოტიმ გუნდების გამოკვეთილ ლიდერებზეც ისაუბრა:

„ბელგიას ლუკაკუ ჰყავს, საფრანგეთს კი საშიში მბაპე, პორტუგალიას თავისი მარგალიტი რონალდუ, თუმცა იტალიასთან მიმართებით არჩევანის გაკეთება მიჭირს და ეს მათთვის უპირატესობაა“.

ანჩელოტი „სკუადრა აძურაში“ გამოკვეთილ ლიდერს ვერ ხედავს და ამას პლუსად მიიჩნევს. მანჩინის გუნდი მართლაც გუნდურ ფეხბურთს თამაშობს და ერთ კაცზე დამოკიდებული კოლექტივის შთაბეჭდილებას არ ტოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები