''ჩაკვე'' გენტის სასტარტოში - ქართველმა ტალანტმა ფეიენოორდთან ითამაშა
Aa
Aa

''ჩაკვე'' გენტის სასტარტოში - ქართველმა ტალანტმა ფეიენოორდთან ითამაშა

ბელგიურმა საფეხბურთო კლუბმა ''გენტმა'' ამხანაგური მატჩი როტერდამის ''ფეიენოორდთან'' გამართა. საფეხბურთო დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა.

''გენტის'' სასტარტო შემადგენლობაში გიორგი ჩაკვეტაძე მოხვდა, რომელიც ჰეინ ვანჰაზებრუკმა შესვენებისას შეცვალა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. აქედან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს საგოლე კომბინაციაში მონაწილეობა არ მიუღია.

ანგარიში 56-ე წუთზე ''გენტის'' მაროკოელმა გარემარბმა ტარიკ ტისუდალიმ გახსნა. 4 წუთში ნიდერლანდურმა გუნდმა წონასწორობა აღადგინა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიურ ''გენტთან'' ერთად ახალი სეზონისთვის მზადება მიმდინარე თვეში დაიწყო. პირველ ამხანაგურ მატჩში ''გენტმა'' ''დიკელვენე'' 3:2 დაამარცხა. გამარჯვებულთა მთავარმა მწვრთნელმა ჰაინ ვანჰაზებრუკმა გიორგი ჩაკვეტაძე შესვენების შემდეგ თამაშში ჩართო, საქართველოს ერთ-ერთმა გამორჩეულმა ტალანტმა მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა, ''ფეიენოორდთან'' კი სასტარტო თერთმეტეულში გაამწესა.

გენტი-ფეიენოორდის მატჩის სრული ჩანაწერი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები