მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„25-წუთიანი ომისთვის მზად ვარ“ - შონ ომალი

UFC-ის ამერიკელმა მებრძოლმა, შონ ომალიმ, რომელიც რამდენიმე დღეში სატიტულო ჩხუბში მერაბ დვალიშვილს დაუპირისპირდება და სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამრის დაბრუნებას შეეცდება, მოახლოებულ ჩხუბსა და თავის შანსებზე ისაუბრა.

რას ამბობს „შუგა“:

„მერაბს თუ ეჩხუბები, სწორად უნდა მოემზადო - დიდი დრო უნდა დაუთმო ჭიდაობას. აუცილებელია გრეპლინგზე მუშაობა, ჩვენ კი ამაზე საერთოდ ვერ ვიმუშავეთ. ამჯერად ყველაფერი განსხვავებულადაა: იმაზე მეტს ვჭიდაობდი, ვიდრე ოდესმე.

ჩემი და მერაბის პირველი ჩხუბი ისე დასრულდა, როგორც უნდა დასრულებულიყო. რემატჩიც ისე დასრულდება, როგორც უნდა დასრულდეს - ამჯერად მოგების გემო უფრო ტკბილი იქნება. მერაბმა მომიგო - ეს არ მომხდარა დარბაზის ან ზეწოლის გამო. უბრალოდ მოუმზადებელი ვიყავი.

თუ გინდა, მერაბს მოუგო, ფოკუსირებული უნდა იყო და სწორად მოემზადო. მერაბს „მანქანას“ ტყუილად არ ეძახიან, ამიტომ უნდა გავიდე და „მანქანა“ დავლეწო - ამაზე ვმუშაობდით მთელი „კემპის“ განმავლობაში.

მზად ვარ 25-წუთიანი ომისთვის. არ გამიკვირდება, თუ ქამარს დავიბრუნებ - ნოკაუტი პირველ ან მეორე რაუნდში. ვიცი, რომ მისი გათიშვა შემიძლია. თავისი საქმე კარგად იცის, მაგრამ ერთი შეცდომა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. სტერლინგმა ეს შეცდომა დაუშვა, ჩემთვის ეს საკმარისი იყო და გავთიშე. არ გამოვრიცხავ, რომ მალე მოვიგო, მაგრამ 25-წუთიანი ჩხუბისთვისაც მზად ვარ.

ჩემთვის ქამრის დაბრუნებაზე მნიშვნელოვანი მერაბის დამარცხებაა. უმართან რომ წაეგო, მის დამარცხებას მაინც მოვისურვებდი. ასე რომ, მერაბთან გამარჯვება ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია“.

ცნობისთვის, დვალიშვილისა და ომალის ჩხუბი აშშ-ის ქალაქ ნიუარკში, 7 ივნისს (თბილისის დროით 8 ივნისს) გაიმართება. „შუგა“ ჩემპიონის ქამრის დაბრუნებას შეეცდება, „მანქანა“ კი ჩემპიონის ტიტულს მეორედ დაიცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბი უცხოპლანეტელია“ | გეიბლ სტივსონმა დვალიშვილზე ისაუბრა
„მერაბი უცხოპლანეტელია“ | გეიბლ სტივსონმა დვალიშვილზე ისაუბრა