ომალის მწვრთნელი: “შუგა ახლა დიდი ზეწოლის ქვეშ არის“
როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღეში მერაბ დვალიშვილი შონ ომალის ისევ დაუპირისპირდება.
მოახლოებულ ბრძოლასთან დაკავშირებით, შუგას მწვრთნელმა ტიმ უელშმა კომენტარი გააკეთა.
უელში:
„ბრძოლის წინ, შონზე ძალიან დიდი ზეწოლაა, თუმცა მან კარგად იცის როგორ გაუმკლავდეს ამ ყველაფერს მერაბის მსგავსი მებრძოლის წინააღმდეგ. ტიტულისთვის ჩხუბი დიდი პასუხისმგებლობაა. ზეწოლა დიდია, მაგრამ მსგავს სიტუაციაში არაერთხელ ვყოფილვართ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, ახლა ინსტინქტებს უნდა ვენდოთ.“
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის განმეორებითი ბრძოლა 8 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით დაახლოებით 06:00-დან დაიწყება.
ასევე გეტყვით, რომ მერაბ დვალიშვილი მეორედ ეცდება ტიტულის დაცვას, პირველად მან ეს უმარ ნურმაგომედოვთან მოახერხა.